კვებითი აშლილობები
სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 24 მაისი, 2026
კვებითი აშლილობები
ყველაზე გავრცელებული კვების აშლილობებია: ანორექსია, ბულიმია და კომპულსიური კვების აშლილობა.
ავადმყოფურად დაბალი სხეულის წონა,
წონის მომატების ძლიერი შიში
რეალობასთან შეუსაბამო შეხედულებები წონასა და სხეულის ფორმებზე.
ფიზიკური სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
არარეგულარული გულისცემა, დაბალი არტერიული წნევა და გაუწყლოება. გაუწყლოების ფონზე შეიძლება თითები გალურჯდეს და კანი გაშრეს. კანის ფერი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, გაყვითლდეს. თმა შეიძლება გათხელდეს, მტვრევადი გახდეს ან გაცვივდეს. სხეულზე შეიძლება გაჩნდეს რბილი, ფაფუკი თმა (ლანუგო).
სხვა ფიზიკურ სიმპტომებში შედის:
ექსტრემალური წონაში კლება ან ასაკისთვის ნორმალური წონის ვერ მიღწევა.
ძლიერი დაღლილობა და სისუსტე.
თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა.
კუჭის პრობლემები, როგორიცაა შეკრულობა და მუცლის ტკივილი.
სიცივის აუტანლობა ან სხეულის მუდმივი სიცივე, მაშინაც კი, როცა სხვები თავს კომფორტულად გრძნობენ.
ხელებისა და ფეხების შეშუპება.
კბილების დაზიანება თვითინდუცირებული ღებინებისგან.
მუცლის ტკივილები.
მადის მუდმივი დაკარგვა ან მცირე ულუფით სწრაფად გაძღომა.
კონცენტრაციის სირთულე.
დაქვეითებული განწყობა.
მომატებული შფოთვა.
ძვლების სისუსტე ან მოტეხილობები.
მენსტრუაციის შეწყვეტა (თუ ქალი არ იღებს კონტრაცეპტივებს).
ემოციური და ქცევითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ექსტრემალურად საკვებზე ფოკუსირებას. ზოგჯერ ეს შეიძლება ნიშნავდეს კერძების მომზადებას სხვებისთვის, მაგრამ თავად არ ჭამას.
კვების გამოტოვებას ან უარი თქმას საკვებზე. ასევე, შეიძლება მკაცრად შეზღუდოთ საკვების რაოდენობა დიეტით ან შიმშილობით, არ აღიაროთ, რომ მშიერი ხართ, ან გამონახოთ მიზეზები, რომ არ ჭამოთ.
ჭამისას იღებენ მხოლოდ რამდენიმე „უსაფრთხო“ საკვებს, რომლებიც დაბალკალორიულია.
შესაძლოა, ზედმეტად ორიენტირებული იყვნენ „სუფთა“ ან „ჯანსაღ“ კვებაზე.
შეიძლება შეიმუშაოთ მკაცრი კვების წესები, მაგალითად, საკვების დაღეჭვის შემდეგ მისი გადაფურთხება.
შეიძლება საზოგადოებაში ჭამისგან თავის არიდება ან საკვების მიღების რაოდენობის შესახებ ტყუილის თქმა.
სხვა ემოციური და ქცევითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
ზედმეტ ვარჯიშს – ფიზიკური ტრავმების მიუხედავად, სასიამოვნო აქტივობების ნაცვლად ვარჯიშს, ან ვარჯიშის ექსტრემალურ დონეს, რომელიც აშკარად აღემატება სხვებისას.
წონის მომატების შიშს – რაც შეიძლება გულისხმობდეს საკუთარ წონისა და სხეულის ზომების ხშირ გაზომვას.
გარეგნობაზე ორიენტირებას – რაც მოიცავს სარკეში ხშირ შემოწმებას და ზედმეტად ფართო ტანსაცმლის ტარებას.
ზედმეტ შეშფოთებას წონასთან დაკავშირებით – რაც შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ საკუთარი სხეულის გარკვეული ნაწილები ზედმეტად მსუქნად მიაჩნდეთ.
ემოციურ ცვლილებებს – შესაძლოა, ემოციურად გაღარიბდეს, არ ჰქონდეს სოციალური ან სექსუალური ინტერესი.
ძილის პრობლემებს – როგორიცაა უძილობა.
თვითდაზიანების ან სუიციდური აზრების არსებობას.
ბულიმია (Bulimia nervoza)
საკვების გადაჭარბებული მიღება (binge), რასაც მოჰყვება კალორიების მოცილების მცდელობები (purge).
მკაცრად შეზღუდული კვების პერიოდები, რაც იწვევს ძლიერ სურვილს საკვების გადაჭარბებული მიღებისა და შემდგომი purging.
ბულიმიის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
წონის მომატების შიშით ცხოვრებას და მისი არაჯანსაღი გზებით დაკლებას.
დიდი რაოდენობით საკვების ერთჯერადად მიღებას და ამ ქცევის განმეორებას.
საკვების ჭამისას კონტროლის დაკარგვის შეგრძნებას – თითქოს ვერ ჩერდება ან ვერ აკონტროლებს რას მიირთმევს.
განზრახ ღებინებას ან ექსტრემალურ ვარჯიშს ჭამის შემდეგ, რათა წონა არ მოიმატოს.
დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებები), საფაღარათო პრეპარატების ან ოყნების გამოყენებას, როდესაც ეს საჭირო არ არის.
შიმშილობას, კალორიების მკაცრად შეზღუდვას ან კონკრეტული საკვების არ ჭამას გადაჭარბებული კვების ეპიზოდებს შორის.
წონის კლებისთვის დიეტური დანამატების ან მცენარეული პროდუქტების გამოყენებას.
საკუთარი სხეულის ფორმით და წონით უკმაყოფილებას.
სხეულის ფორმისა და წონის მიხედვით თვითშეფასების განსაზღვრას.
ექსტრემალურ გუნება-განწყობილების ცვალებადობას.
კომპულსიური ზედმეტი კვების აშლილობა (Binge eating disorder)
კომპულსიური კვების აშლილობის სიმპტომებში შეიძლება შედიოდეს:
კვებაზე კონტროლის დაკარგვის შეგრძნება – მაგალითად, როდესაც ერთხელ დაიწყებს, ვეღარ ჩერდება.
დიდი რაოდენობით საკვების ჭამა მოკლე დროში.
ჭამა მაშინაც კი, როცა მშიერი არ არის.
ძალიან სწრაფად ჭამა.
ჭამა იქამდე, სანამ ზედმეტად გაძღება და დისკომფორტს იგრძნობს.
მარტო ან საიდუმლოდ ჭამა.
საკუთარი კვების ჩვევების გამო დეპრესიის, სირცხვილის, დანაშაულის ან გულისწყრომის განცდა.
შერჩევითი/შეზღუდული კვების აშლილობა (Avoidant/Restrictive Food Intake Disorder (ARFID))
სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
უკიდურესად შერჩევით კვებას და საკვების მიმართ ინტერესის ზოგად ნაკლებობას, რაც დროთა განმავლობაში მძიმდება.
გარკვეული ტექსტურების, სუნების ან ფერების მიხედვით საკვების თავიდან არიდებას.
მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სასურველი საკვების მიღებას.
წონის კლებას, რაც იწვევს ზრდისა და განვითარების შეფერხებას — თუმცა ზოგ შემთხვევაში ბავშვი შეიძლება ნორმალურ წონაზე იყოს.
შიშს გარკვეული საკვების მიღების დროს ღებინების ან დახრჩობის გამო.
კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, როგორიცაა მუცლის გაღიზიანება ან სწრაფი გაძღომის შეგრძნება.
კვებითი აშლილობის ნიშნები, რომელთა იგნორირება არ შეიძლება:
კვების გამოტოვება ან მიზეზების მოფიქრება, რათა არ იკვებოს,
დიეტის დაცვა, რომელიც ექიმის მიერ არ არის დანიშნული,
საკვებსა და "ჯანსაღ კვებაზე" ზედმეტი ფოკუსირება,
მხოლოდ საკუთარი მომზადებული საკვების მიღება
სოციალური კვებითი აქტივობებიდან თავის არიდება,
საკუთარი სხეულის ზედმეტად ხშირი შეფასება სარკეში,
ერთ ჯერზე საკვების დიდი რაოდენობით მიღება,
საფაღარათო საშუალებების ან მცენარეული დანამატების მიღება წონის დასაკლებად,
ზედმეტი ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ვარჯიში ავადმყოფობის ან ტრავმის დროსაც კი,
კოჟრები სახსრებზე (ღებინების გამოწვევის გამო),
კბილის ემალის დაზიანება (ღებინების გამო),
ჭამის შემდეგ დაუყოვნებლივ ტუალეტში გასვლა,
დეპრესიის, დანაშაულის, ზიზღისა და სირცხვილის განცდა კვების ჩვევების გამო,
ფარულად კვება.
მიზეზები:
გენეტიკა – ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გენები, რომლებიც კვებითი აშლილობების განვითარების რისკს ზრდის.
ბიოლოგია – ბიოლოგიურმა ფაქტორებმა, როგორიცაა თავის ტვინის ქიმიური ცვლილებები, შესაძლოა კვებითი აშლილობების განვითარებაში როლი ითამაშოს.
რისკის ფაქტორები
ოჯახური ისტორია – თუ ადამიანს ჰყავს მშობელი ან და-ძმა, რომელსაც ჰქონდა კვებითი აშლილობა, მასაც შესაძლოა განუვითარდეს მსგავსი მდგომარეობა.
სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები – ტრავმა, შფოთვა, დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა და სხვა ფსიქიკური პრობლემები კვებითი აშლილობის განვითარების რისკს ზრდის.
დიეტები და შიმშილი – ხშირი დიეტა კვებითი აშლილობის განვითარების რისკს ზრდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წონა მუდმივად მერყეობს სხვადასხვა დიეტის ფონზე. არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომ კვებითი აშლილობის მრავალი სიმპტომი სწორედ შიმშილის შედეგია. შიმშილი აზიანებს თავის ტვინს და იწვევს განწყობის ცვლილებებს, შფოთვას, შეცვლილ აზროვნებას და მადის დაქვეითებას. ეს კი ხელს უწყობს კვების შეზღუდვის გაგრძელებას და ართულებს ნორმალურ კვებაზე დაბრუნებას.
წონასთან დაკავშირებული ბულინგი – ადამიანები, რომლებიც წონის გამო დაცინვის ან ბულინგის მსხვერპლი გამხდარან, უფრო ხშირად ავლენენ კვებით პრობლემებს და კვებითი აშლილობების განვითარება უფრო მოსალოდნელია.
სტრესი – ცვლილებები, როგორიცაა სასწავლო დაწესებულების შეცვლა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი სამსახური ან ოჯახური პრობლემები, შესაძლოა სტრესის გამომწვევი გახდეს. სტრესი კი კვებითი აშლილობის განვითარების რისკს ზრდის.
შესაძლო გართულებები:
ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები
დეპრესია და შფოთვა
სუიციდური აზრები ან ქცევა
ზრდისა და განვითარების შეფერხება
სოციალური და ურთიერთობების პრობლემები
ნივთიერებებზე დამოკიდებულება
კარიერული და სასწავლო სირთულეები
სიკვდილი
პროფილაქტიკა:
რჩევები მოზრდილებისთვის:
აირჩიეთ ჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც შეიცავს სრულ მარცვლოვან პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს. შეამცირეთ მარილის, შაქრის, ალკოჰოლის, გაჯერებული და ტრანს ცხიმების მიღება. მოერიდეთ ექსტრემალურ დიეტებს. თუ წონის დაკლება გჭირდებათ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან დიეტოლოგთან, რათა შეიმუშაოთ ინდივიდუალური გეგმა.
არ გამოიყენოთ საკვები დანამატები, საფაღარათო საშუალებები ან მცენარეული პროდუქტები წონის დასაკლებად.
საჭიროა საკმარისი ფიზიკური აქტივობა. კვირაში მინიმუმ 150 წუთით დაკავდით აერობული ვარჯიშით, მაგალითად, სწრაფი სიარულით. აირჩიეთ აქტივობები, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, რათა უფრო მეტი მოტივაცია გქონდეთ მათი შესრულებისთვის.
ეძებეთ დახმარება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა ან დაბალი თვითშეფასება.
თუ თქვენი კვებითი ქცევები გაწუხებთ, აუცილებლად ესაუბრეთ ექიმს. დროული მკურნალობა ხელს შეუშლის მდგომარეობის გამწვავებას.
რჩევები ბავშვებისთვის:
თავი აარიდეთ დიეტის დაცვას ბავშვის თანდასწრებით – ოჯახის კვებითი ჩვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის დამოკიდებულებაზე საკვების მიმართ. ერთად კვება გაძლევთ შესაძლებლობას ასწავლოთ ბავშვს დიეტის მავნებლობის შესახებ და დააკვირდეთ, იღებს თუ არა საკმარის და მრავალფეროვან საკვებს.
ესაუბრეთ თქვენს შვილს – არსებობს ბევრი ვებგვერდი და სოციალური მედიის პლატფორმა, რომლებიც ანორექსიას ცხოვრების წესად წარმოაჩენს, ნაცვლად იმისა, რომ მას კვებით აშლილობად აღიქვამდეს. ზოგიერთი საიტი მოზარდებს დიეტების დაწყებისკენ უბიძგებს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ მცდარ შეხედულებებს შეეწინააღმდეგოთ და შვილთან სწორად განიხილოთ კვებითი არჩევანის შედეგები.
შექმენით ჯანსაღი სხეულის იმიჯი – თქვენი შვილი უნდა შეეგუოს საკუთარ სხეულს, მიუხედავად მისი ფორმისა და ზომისა. ესაუბრეთ მას თვითშეფასების მნიშვნელობაზე და აუხსენით, რომ სხეულის ფორმები განსხვავებულია. არ გააკრიტიკოთ საკუთარი სხეული ბავშვის თანდასწრებით. მიღებისა და პატივისცემის გზავნილები შეიძლება დაეხმაროს ბავშვს თვითშეფასების ამაღლებაში და წინააღმდეგობის უნარის გაძლიერებაში, რაც მოზარდობის სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
მიმართეთ ექიმს – ბავშვთა რეგულარული სამედიცინო შემოწმება შეიძლება დაეხმაროს კვებითი აშლილობის ადრეულ გამოვლენას. ექიმი ბავშვს დაუსვამს კითხვებს კვებით ჩვევებზე და შეაფასებს სიმაღლის, წონისა და სხეულის მასის ინდექსის ცვლილებებს, რაც შესაძლო პრობლემებზე მიუთითებს.
მკურნალობა
თქვენი პირადი ექიმი
ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი
საჭიროების შემთხვევაში, დიეტოლოგი
სწორი კვების შესახებ განათლებას
ჯანმრთელი კვებითი ჩვევების გამომუშავებას
ჯანმრთელი წონის მიღწევას, თუ პაციენტი წონაში ძალიან დაკლებულია
ფსიქოთერაპია-როგორც ინდივიდუალური(CBT) ისე ოჯახური (FBT)
არაეფექტური ამბულატორიული მკურნალობის ან დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში რეკომენდებულია დღის ცენტრი- მაღალეფექტიანი, კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინურ, კომპლექსურ და შედეგზე ორიენტირებულ სერვისებს.
მედიკამენტები
ჰოსპიტალიზაცია ან დღის პროგრამა
ცხოვრების წესი:
იპოვეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება კვებითი აშლილობების მკურნალობაში.
მკაცრად დაიცავით მკურნალობის გეგმა – არ გამოტოვოთ თერაპიის სესიები და არ დაარღვიოთ კვებითი გეგმები.
დაეკითხეთ ექიმს საჭირო ვიტამინებისა და მინერალების შესახებ, რადგან არასრულფასოვანი კვება ხშირად იწვევს მათ დეფიციტს.
მოერიდეთ ხშირ აწონვას და სარკეში ზედმეტად ყურებას – ეს მხოლოდ ზრდის არაჯანსაღი ჩვევების გაგრძელების ალბათობას.
არ ჩამოშორდეთ ახლობლებს – ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ალტერნატიული მედიცინა
აკუპუნქტურა
მასაჟი
იოგა
მედიტაცია
გამკლავება და მხარდაჭერა
თქვენი ვიზიტის უკეთ მოსამზადებლად:
მოამზადეთ სიმპტომების სია – ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, მათ შორის ისეთი სიმპტომებიც, რომლებიც კვებასთან დაკავშირებული არ გგონიათ.
გაიხსენეთ, როდის დაიწყო ეს სიმპტომები.
ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია – სტრესული მოვლენები, ბოლო პერიოდში მომხდარი ცვლილებები.
მოამზადეთ ჩამონათვალი იმ მედიკამენტების, დანამატების და ვიტამინების, რომლებსაც იღებთ.
დაწერეთ კითხვები, რომლებიც ექიმთან გსურთ დასვათ.
იხილეთ ასევე