კომპიუტერული თამაშები
სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 24 მაისი, 2026
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება
დამოკიდებულების განვითარება რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს:
გართობის ეტაპი – ადამიანი თამაშს იწყებს გასართობად ან სტრესის შესამცირებლად.
ჩვევის ჩამოყალიბება – ხარჯავს უფრო და უფრო მეტ დროს თამაშზე, შესაძლოა უგულებელყოფდეს სხვა საქმიანობებს.
კომპულსიური თამაში – თამაშის სურვილი ხდება უკონტროლო. ადამიანი ვერ ამცირებს სათამაშო დროს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკვე პრობლემებს უქმნის სწავლაში, სამსახურში და პირად ცხოვრებაში.
დამოკიდებულება – ამ დროს თამაშს აქვს დამანგრეველი გავლენა ცხოვრების ყველა ასპექტზე, ადამიანი ვეღარ აკონტროლებს თავის ქცევას და განიცდის უარყოფით ემოციებს თამაშის შეწყვეტის მცდელობისას.
როდის ვამბობთ, რომ ადამიანი დამოკიდებულია?
✔ მუდმივი ფიქრი თამაშზე – ადამიანი სულ თამაშზე ფიქრობს და გეგმავს, როდის ითამაშებს შემდეგი.
თამაშის დროის უკონტროლობა – ვერ ამცირებს სათამაშო დროს, მიუხედავად მცდელობისა.
ნეგატიური ემოციები თამაშის გარეშე – გაღიზიანება, დეპრესია, შფოთვა ან მოწყენილობა, როცა ვერ თამაშობს.
სხვა აქტივობების უგულებელყოფა – ადამიანი წყვეტს მეგობრებთან შეხვედრას, ჰობის, სწავლას ან სამსახურს თამაშის გამო.
უარყოფითი შედეგების მიუხედავად თამაშის გაგრძელება – მიუხედავად იმისა, რომ თამაშმა შესაძლოა გამოიწვიოს აკადემიური ჩავარდნა, კონფლიქტები ოჯახში, ჯანმრთელობის პრობლემები, ადამიანი მაინც აგრძელებს თამაშს.
თვალთმაქცობა – ოჯახის წევრების ან მეგობრების მოტყუება იმის დასამალად,თუ რამდენ დროს ხარჯავს თამაშში.
ძილისა და კვების რეჟიმის დარღვევა – ძილის ნაკლებობა ან უგულებელყოფა, არარეგულარული კვება, ჯანმრთელობის პრობლემები.
რისკფაქტორები და შესაძლო გამომწვევი მიზეზები:
ფსიქოლოგიური ფაქტორები:
დაბალი თვითშეფასება ან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობა.
სტრესისგან თავის დაღწევის მცდელობა თამაშის მეშვეობით.
იმპულსური ქცევები და თვითკონტროლის არქონა.
ბიოლოგიური ფაქტორები:
თამაში ასოცირებულია სიამოვნებასთან თავის ტვინის ნეირონულ სინაფსებში გამოყოფილი დოფამინის რაოდენობის ზრდის გამო.
თავის ტვინის დაჯილდოების სისტემის ჰიპერაქტიურობა.
სოციალური ფაქტორები:
საზოგადოების ან მეგობრების ბიძგი თამაშისკენ.
რეალურ ცხოვრებაში სოციალური მხარდაჭერის დეფიციტი.
ტექნოლოგიური ფაქტორები:
თამაშების დიზაინი, რომელიც მიზნად ისახავს მაქსიმალურ ჩართულობას.
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შესაძლო შედეგები:
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები:
შფოთვა, დეპრესია, ემოციური გადაღლა.
საკუთარი თავის მიმართ უკმაყოფილება და იმედგაცრუება.
ფიზიკური ჯანმრთელობის გაუარესება:
ქრონიკული უძილობა და გაღიზიანებადობა.
საჭმლის მიღების არასწორი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა.
ჭარბი წონა და მასთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები.
ფინანსური პრობლემები:
პრიორიტეტების გადაფასების გამო დაკარგული სამსახური
ფინანსები კარგვა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დამოკიდებულება დაკავშირებულია „ინ-გეიმ“ შესყიდვებთან ან ფასიან გამოწერებთან.
სოციალური პრობლემები:
ურთიერთობების დაძაბვა ოჯახთან, მეგობრებთან ან კოლეგებთან.
იზოლაცია და სოციუმისგან მოშორება.
აკადემიური და პროფესიული წარუმატებლობები:
სასწავლო ან სამუშაო პროცესების უგულებელყოფა.
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების მკურნალობის მეთოდები
კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT):
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირება და ახალი ქცევითი მოდელების შექმნა.
კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულების შემცირება და ახალი ქცევითი მოდელების შექმნა.
ჯგუფური თერაპია:
გამოცდილების გაზიარება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან.
გამოცდილების გაზიარება მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებთან.
შფოთვის ან დეპრესიის მართვისთვის, საჭიროებისამებრ, ინიშნება შესაბამისი მედიკამენტები.
ფიზიკური აქტივობა:
რეგულარული ვარჯიში და სპორტი, რაც ხელს უწყობს ენერგიის დახარჯვას ჯანსაღ აქტივობებში.
ოჯახისა და სოციალური მხარდაჭერა:
ოჯახის წევრების ჩართვა მკურნალობის პროცესში და მხარდაჭერა ცვლილებების გზაზე.
რეციდივის პრევენცია
გამკლავება და მხარდაჭერა
დაისახეთ მთავარი მიზანი: არ ითამაშოთ.
თავი აარიდეთ რისკს: უთხარით საკუთარ თავს, რომ თუნდაც ხუთი წუთი თამაშის ჩართვა ძალიან სახიფათოა, რადგან ერთი ხშირად იწვევს შემდეგს.
დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს: აღიარეთ, რომ მხოლოდ ნებისყოფა საკმარისი არ არის თამაშის წინააღმდეგ საბრძოლველად. სთხოვეთ ოჯახის წევრს ან მეგობარს, რომ დაგეხმაროთ მკურნალობის გეგმის შესრულებაში.
იცოდეთ და მოერიდეთ ტრიგერებს: ამოიცანით სიტუაციები ან გრძნობები, რომლებიც თამაშის სურვილს იწვევს, და შეეცადეთ მათგან თავი შორს დაიჭიროთ.
ექიმთან ვიზიტისთვის მომზადება
ჩაწერეთ ყველა განცდა და ფიქრი: მოინიშნეთ, რა იწვევს თამაშის სურვილს, სცადეთ თუ არა მისი დაძლევა და როგორ იმოქმედა თამაშმა თქვენს ცხოვრებაზე.
ჩამოწერეთ პირადი ინფორმაცია: შეიტანეთ ის ძირითადი სტრესორები ან ცხოვრებისეული ცვლილებები, რომლებიც შესაძლოა გავლენას ახდენდეს თქვენს ქცევაზე.
დაასახელეთ ყველა მედიკამენტი: მოიტანეთ ინფორმაცია ყველა წამლის, ვიტამინის, ბალახისა და დანამატის შესახებ, რომელსაც იღებთ, ასევე მათი დოზები.
გაიხსენეთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები: ჩაწერეთ თქვენი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მათი მკურნალობა.
შეკითხვები ექიმისთვის: მოამზადეთ კითხვების სია, რომ ვიზიტის დრო მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოთ.