ალკოჰოლზე დამოკიდებულება

სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 25 მაისი, 2026

ალკოჰოლზე დამოკიდებულება

შესაძლო სიმპტომები

ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვის უუნარობას

სმის შემცირების სურვილს ან ამის წარუმატებელ მცდელობებს

დიდი დროის დახარჯვას ალკოჰოლის მოხმარებასა და მოპოვებაზე

ალკოჰოლის ძლიერ სურვილს ან მოთხოვნილებას

სამსახურში, სასწავლო დაწესებულებაში ან სახლში მნიშვნელოვანი ვალდებულებების შეუსრულებლობას ალკოჰოლის განმეორებითი მოხმარების გამო

ალკოჰოლის მოხმარების გაგრძელებას, მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკურ, სოციალურ, სამუშაო ან ურთიერთობების პრობლემებს იწვევს

სოციალური და სამუშაო აქტივობების ან ჰობების შემცირება ალკოჰოლის მოხმარების გამო

ალკოჰოლის მოხმარება ისეთ სიტუაციებში, სადაც ის უსაფრთხო არ არის, მაგალითად, მანქანის მართვისას ან ცურვისას

ალკოჰოლის მიმართ ტოლერანტობის განვითარება

აბსტინენციის სიმპტომების არსებობა, როგორიცაა გულისრევა, ოფლიანობა, ხელების კანკალი, ან ალკოჰოლის მიღება ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად

12 უნცია (355 მლ) ლუდი (~5% ალკოჰოლი)

8-9 უნცია (237-266 მლ) მალტური ლიქიორი (~7% ალკოჰოლი)

5 უნცია (148 მლ) ღვინო (~12% ალკოჰოლი)

1.5 უნცია (44 მლ) ძლიერი ალკოჰოლი ან დისტილირებული სპირტი (~40% ალკოჰოლი)

რისკ-ფაქტორები

რისკ-ფაქტორები მოიცავს:

გრძელვადიანი რეგულარული სმა. დიდი ხნის განმავლობაში ზედმეტი ალკოჰოლის რეგულარული მოხმარება ან ხშირი ეპიზოდური ზედმეტი სმა ალკოჰოლთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ალკოჰოლის გამოყენების აშლილობას იწვევს.

ადრეული ასაკიდან დაწყება. ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდობიდან იწყებენ სმას (განსაკუთრებით ეპიზოდური, დიდი რაოდენობით), უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ოჯახური ისტორია. ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების რისკი მაღალია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მშობელი ან ახლო ნათესავი ამ პრობლემით იტანჯება. ეს შეიძლება გენეტიკურმა ფაქტორებმა განაპირობოს.

დეპრესია და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ფსიქიკური აშლილობები, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, შიზოფრენია ან ბიპოლარული აშლილობა, ხშირად დაკავშირებულია ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების მოხმარებასთან.

ტრავმის ისტორია. ემოციური ან ფიზიკური ტრავმის მქონე ადამიანები ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების უფრო მაღალ რისკს წარმოადგენენ.

ბარიარტრიული ქირურგია. ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ბარიარტრიული ქირურგიის ჩატარებამ შეიძლება გაზარდოს ალკოჰოლზე დამოკიდებულების განვითარების ან რეციდივის რისკი.

სოციალური და კულტურული ფაქტორები. ალკოჰოლის რეგულარულად მომხმარებელი მეგობრები ან პარტნიორი შეიძლება გავლენას ახდენდეს. მედიის მიერ ალკოჰოლის მოხმარების რომანტიზებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ ზედმეტი სმა მისაღებია. ახალგაზრდებისთვის მშობლებისა და თანატოლების გავლენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

შესაძლო გართულებები:

ალკოჰოლის რეგულარული და ჭარბი მოხმარება იწვევს:

ფსიქიკურ პრობლემებს – დეპრესია, შფოთვა და კოგნიტიური ფუნქციების დაქვეითება.

ფიზიკურ დაზიანებებს – ღვიძლის ციროზი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, იმუნური სისტემის დასუსტება.

სოციალურ სირთულეებს – ურთიერთობების გაუარესება, სამუშაოს დაკარგვა და სოციალური იზოლაცია.

გავლენა უსაფრთხოებაზე

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს და სხვა სახის უბედურ შემთხვევებს, როგორიცაა დახრჩობა

ურთიერთობის პრობლემებს

სამუშაოსა და სწავლის ხარისხის გაუარესებას

ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ან მსხვერპლად ქცევის რისკის გაზრდას

სამართლებრივ პრობლემებს და ფინანსურ სირთულეებს

სხვა ნივთიერებების მოხმარების რისკის გაზრდას

დაუცველ სექსს, სექსუალური ძალადობის ან გაუპატიურების საფრთხეს

თვითმკვლელობის მცდელობის ან დასრულებული თვითმკვლელობის გაზრდილ რისკს

გავლენა ჯანმრთელობაზე

ღვიძლის დაავადებები. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს ცხიმების დაგროვებას ღვიძლში (ღვიძლის კრეატოზი), ღვიძლის ანთებას (ალკოჰოლური ჰეპატიტი) და საბოლოოდ, ღვიძლის ციროზს.

საჭმლის მონელების პრობლემები. ალკოჰოლი იწვევს კუჭის ლორწოვანის ანთებას (გასტრიტი), კუჭისა და საყლაპავის წყლულებს და საკვების შეწოვის პრობლემებს.

გულის პრობლემები. ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება იწვევს მაღალ არტერიულ წნევას, გულის გადიდებას, გულის უკმარისობას და ინსულტს.

დიაბეტი. ალკოჰოლი გავლენას ახდენს ღვიძლიდან გლუკოზის გამოყოფაზე და ზრდის ჰიპოგლიკემიის (დაბალი შაქარი სისხლში) რისკს.

სექსუალური ფუნქციის დარღვევა. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მამაკაცებში იწვევს ერექციულ დისფუნქციას, ხოლო ქალებში - მენსტრუალური ციკლის დარღვევას.

მხედველობის პრობლემები. ხანგრძლივად ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნისტაგმი (თვალის უნებლიე სწრაფი მოძრაობა) და მხედველობის ნერვის დაზიანება.

კიბოს გაზრდილი რისკი. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება დაკავშირებულია პირის ღრუს, ყელის, ღვიძლის, საყლაპავის, მსხვილი ნაწლავის და მკერდის კიბოს გაზრდილ რისკთან.

სუსტი იმუნური სისტემა. ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება აქვეითებს ორგანიზმის უნარს ებრძოლოს ინფექციებს.

პრევენცია:

ინტერესის დაკარგვა ჰობებისა და პირადი ჰიგიენის მიმართ

გაწითლებული თვალები, ენის ბორძიკი, კოორდინაციის და მეხსიერების პრობლემები

ახალი მეგობრების შეძენა და ძველი ურთიერთობების გაწყვეტა.

აკადემიური მოსწრების გაუარესება

განწყობის ხშირი ცვლილებები და თავდაცვითი ქცევა

მკურნალობის მეთოდები:

დეტოქსიკაცია და აბსტინენციის სიმპტომების მართვა. მკურნალობა ხშირად იწყება დეტოქსიკაციის პროგრამით, რაც გულისხმობს მედიკამენტოზურად მართვად ალკოჰოლის მიღების შეწყვეტას. ეს პროცესი, რომელიც "დეტოქსად" არის ცნობილი, ჩვეულებრივ 2-დან 7 დღემდე გრძელდება. შესაძლოა, საჭირო გახდეს დამამშვიდებელი პრეპარატების მიღება აბსტინენციის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. დეტოქსი, როგორც წესი, სტაციონარულ ცენტრში ან საავადმყოფოში ტარდება.

ახალი უნარების სწავლა და მკურნალობის გეგმის შედგენა. ამ პროცესში ჩართული არიან სპეციალისტები. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს მიზნების დასახვას, ქცევით ცვლილებებს, თვითდახმარების ტექნიკებს, კონსულტაციებსა და შემდგომ მოვლას.

ფსიქოლოგიური კონსულტაცია. ინდივიდუალური ან ჯგუფური თერაპია პრობლემის უკეთ გააზრებას უზრუნველყოფს. შესაძლოა, სასარგებლო იყოს წყვილის ან ოჯახის თერაპიაც, რადგან ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოჯანმრთელებაში.

მედიკამენტები. ზოგიერთი მედიკამენტი შეიძლება სასარგებლო იყოს.

მუდმივი მხარდაჭერა. მკურნალობის შემდგომი პროგრამები და მხარდამჭერი ჯგუფები სასარგებლოა რეციდივების მართვასა და ცხოვრების წესის შეცვლისთვის.

ფსიქოლოგიური აშლილობების მკურნალობა. ალკოჰოლზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს სხვა ფსიქიკურ აშლილობებს, როგორიცაა დეპრესია და შფოთვა. ამ შემთხვევაში, საჭიროა ფსიქოთერაპია, მედიკამენტები ან სხვა ტიპის მკურნალობა.

ჯანმრთელობის პრობლემების სამედიცინო მკურნალობა. ალკოჰოლთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად მნიშვნელოვნად უმჯობესდება სმის შეწყვეტის შემდეგ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.

არაეფექტური ამბულატორიული მკურნალობის ან დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში რეკომენდებულია დღის ცენტრი - მაღალეფექტიანი, კომპლექსური მკურნალობის მეთოდი, რომელიც მოიცავს მულტიდისციპლინურ, კომპლექსურ და შედეგზე ორიენტირებულ სერვისებს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ცხოვრების წესი და საშინაო მეთოდები

გაითვალისწინეთ თქვენი სოციალური გარემო. გააგებინეთ მეგობრებსა და ოჯახს, რომ ალკოჰოლს აღარ სვამთ. შექმენით მხარდამჭერი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენს გამოჯანმრთელებას. შესაძლოა, დაგჭირდეთ ისეთი მეგობრების ან სოციალური სიტუაციების თავიდან აცილება, რომლებიც ხელს გიშლიან ამ პროცესში.

ჯანსაღი ჩვევების განვითარება. კარგი ძილი, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.

ჩაერთეთ აქტივობებში, რომლებიც ალკოჰოლს არ უკავშირდება. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ბევრი საქმიანობა სასმელთანაა დაკავშირებული. სცადეთ ისეთი ჰობი ან საქმიანობები, რომლებიც ალკოჰოლის გარეშეა შესაძლებელი.

როგორ მოემზადოთ ექიმთან ვიზიტისთვის

წინასწარ ჩამოწერეთ:

ყველა სიმპტომი, რომელიც გაქვთ, მათ შორის ისინიც, რომლებიც შეიძლება ალკოჰოლთან დაკავშირებული არ მოგეჩვენოთ

მნიშვნელოვანი პირადი ინფორმაცია, მათ შორის ძლიერი სტრესი ან ბოლოდროინდელი ცხოვრებისეული ცვლილებები

ყველა მედიკამენტი, ვიტამინი, მცენარეული საშუალება ან დანამატი, რომელსაც იღებთ, და მათი დოზები

იხილეთ ასევე

→ ალკოჰოლზე დამოკიდებულების ფსიქიატრიული კონსულტაცია

დაგვირეკეთ