ოპიატები

სამედიცინოდ განხილულიაგიორგი (გუგა) სიხარულიძე · ფსიქიატრი MD, PHD· ბოლო განახლება: 24 მაისი, 2026

ოპიოიდებზე დამოკიდებულება

ოპიოიდები იწვევს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას:

ფიზიკური დამოკიდებულება – ორგანიზმი ეგუება პრეპარატს და შეწყვეტის შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციის (გამოსვლის) სიმპტომები.

ფსიქოლოგიური დამოკიდებულება – ადამიანს უჩნდება წინააღმდეგობის გაწევის უუნარობა, რადგან ოპიოიდების მიღება ხდება ემოციური და ფსიქოლოგიური კომფორტისთვის აუცილებელი

მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები:

ტკივილის გაუარესებული შეგრძნება,

კანზე გამონაყარის გაჩენა,

დაღლილობა,

დიარეა

სუნთქვის დათრგუნვა – მაღალი დოზის მიღებისას შესაძლოა ფატალური შედეგი დადგეს;

ღვიძლისა და თირკმლის დაზიანება;

ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება – დეპრესია, შფოთვა, ფსიქოზური სიმპტომები;

სოციალური და სამართლებრივი პრობლემები:
ზოგი ადამიანი იწყებს არალეგალური ოპიოიდების მოხმარებას,
ხშირად მიმართავენ ჰეროინს ან ფენტანილს, რაც ზედოზირების მთავარ მიზეზად ითვლება.

რისკ-ფაქტორები

ახალგაზრდაა (განსაკუთრებით თინეიჯერები და 20-ანი წლების დასაწყისი),

ჰყავს ოჯახის წევრები, რომლებსაც ჰქონდათ ნივთიერებებზე დამოკიდებულება,

ცხოვრობს სტრესულ გარემოში (უმუშევრობა, სიღარიბე),

აქვს რთული ოჯახური ან სოციალური ურთიერთობები,

გამოუცდია ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა,

აწუხებს დეპრესია, შფოთვა ან PTSD,

აღენიშნება რისკიანი ქცევები (მათ შორის, მძიმე ალკოჰოლური ან თამბაქოს მოხმარება),

ქალებს აქვთ განსაკუთრებული რისკი, რადგან:

მათ უფრო ხშირად აწუხებთ ქრონიკული ტკივილი,

უფრო მაღალი დოზები ენიშნებათ და უფრო ხანგრძლივად იღებენ ოპიოიდებს,

უფრო მაღალია ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მიდრეკილება ოპიოიდებზე დამოკიდებულებისკენ.

რა შეიძლება იწვევდეს ოპიოიდებზე დამოკიდებულების განვითარებას:

საჭიროების წარმოშობა: ოპიოიდებზე დამოკიდებულება ხშირად იწყება, ტკივილის მართვისთვის გამოწერილი მედიკამენტების ბოროტად გამოყენებით.

გენეტიკური ფაქტორები: გენეტიკური მიდრეკილება მნიშვნელოვანი როლს ასრულებს.

სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები: სტრესი, ტრავმა, დეპრესია და სოციალური იზოლაცია დამოკიდებულების განვითარების რისკს ზრდის.

როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ოპიოიდებზე დამოკიდებულება?

გამოიყენეთ ოპიოიდები მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში (არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში).

ყოველთვის ჰკითხეთ ექიმს ალტერნატიული მკურნალობის მეთოდებზე.

არასოდეს გააზიაროთ ოპიოიდები სხვებთან და არ მიიღოთ სხვისი დანიშნული პრეპარატები.

ქრონიკული ტკივილისთვის ეძებეთ სხვა მკურნალობის გზები (ფიზიოთერაპია, არაოპიოიდური მედიკამენტები და სხვ.).

თუ აღარ იყენებთ ოპიოიდურ პრეპარატებს, გაანადგურეთ ისინი

არ შეწყვიტოთ ოპიოიდების მიღება მკურნალის გარეშე, რადგან უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე აბსტინენციის სიმპტომები.

მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას:

მედიკამენტური თერაპია: ნარკოლოგის და ფსიქიატრის მიერ შეირჩევა საჭირო მკურნალობა.

ფსიქოთერაპია: კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) და მოტივაციური ინტერვენცია ეფექტურია ფსიქოლოგიური პრობლემების მართვაში.

სოციალური მხარდაჭერა: ოჯახის და მეგობრების ჩართულობა, ასევე რეაბილიტაციის ჯგუფებში მონაწილეობა, ძალიან მნიშვნელოვანია.

დღის ცენტრი

კომპლექსური მკურნალობის მეთოდი

პირველი ნაბიჯი – გადაწყვეტილების მიღებაა!

ექიმთან ვიზიტისთვის მომზადება:

ჩამოწერეთ ყველა წამალი, რომელსაც იღებთ (მათ შორის – სამედიცინო და არალეგალური პრეპარატები).

ჩამოწერეთ სიმპტომები, რასაც განიცდით (მაგ.: ტკივილი, შფოთვა, განწყობის ცვალებადობა).

მოამზადეთ კითხვები ექიმისთვის, მაგალითად:

რა არის საუკეთესო გზა ოპიოიდებზე დამოკიდებულების დასაძლევად?

როგორ შევამცირო აბსტინენციის სიმპტომები?

არსებობს თუ არა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებლები?

რა მეთოდები არსებობს რეციდივის თავიდან ასაცილებლად?

იხილეთ ასევე

→ ოპიატებზე დამოკიდებულების ფსიქიატრიული კონსულტაცია

დაგვირეკეთ